მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ტელეპორტაცია 2080 წლისთვის იქნება შესაძლებელი

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ტელეპორტაცია 2080 წლისთვის იქნება შესაძლებელი

ინჟინერიაზე, მედიცინასა და ბიზნესზე სპეციალიზირებული ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერთა აზრით, უკვე ჩვენს ასწლეულში ტელეპორტაცია და უჩინმაჩინის მანტიები სრულიად რეალური გახდება.

კერძოდ, დროში მოგზაურობა შესაძლებელი იქნება უკვე 2100 წლისთვის, ხოლო ტელეპორტაცია ჩვეულებრივ მოვლენად 2080 წელს იქცევა. "არ არსებობს არავითარი ფუნდამენტური კანონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტელეპორტაცია შეუძლებელია. თუკი გავითვალისწინებთ თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარების ტემპებს, ტელეპორტაცია ხელმისაწვდომი უკვე 2080 წლისთვის იქნება. ადამიანის ტელეპორტირება ძალიან რთული იქნება და ეს ფიზიკოსების საქმეა. მაგრამ შესაძლოა, ფიზიკასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ეს პროცესი უფრო დააჩქარონ", - აცხადებს მეცნიერებათა დოქტორი მერი ჟაკლინ რომერო. EngineeringUK -ის ხელმძღვანელი პოლ ჯექსონი დარწმუნებლია, რომ ახალგაზრდა თაობები შეძლებენ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებში არსებული ატრიბუტები რეალურ ცხოვრებაშიც გამოიყენონ. ჯექსონის თქმით, საჭიროა იმ მეცნიერებისა და ინჟინრების მხარდაჭერა, რომლებიც მსგავს საქმეებზე მუშაობენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს