გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება რაიკომის პირველ მდივანს მიენიჭა

გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება რაიკომის პირველ მდივანს მიენიჭა

1 ნოემბერს გამართულ "გურჯაანქალაქობაზე" გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება გურჯაანის რაიკომის პირველ მდივანს, ბიჭიკო შინჯიაშვილს მიანიჭეს.

"როცა რაიკომის პირველი მდივანი იყო გურჯაანისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. რომ ნახოთ გურჯაანის განვითარებისთვის მაშინ რა თანხები წამოვიდა... რაღაც კრიტერიუმები არსებობს. შეიძლება თქვენ ვერ მოესწარით, მაგრამ სხვა მოესწრო, უფროსი თაობა მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები იყვნენ, პიროვნებებს პატივი უნდა ვცეთ, აქ წყობა და ის არაფერ შუაშია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგებელმა გია გერგიძემ.

მისივე თქმით, გურჯაანის საპატიო მოქალაქეები მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე, ასევე გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილებით შეირჩნენ.

გურჯაანის საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და გადაცემა "ეტალონის" წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში