"მგონი უკვე აღარც მალავთ, ოკუპანტებს რომ მაგრად უსწორებთ ხომ?!" - სოციალურ ქსელში ბერი გაბრიელის გამზირს აპროტესტებენ

"მგონი უკვე აღარც მალავთ, ოკუპანტებს რომ მაგრად უსწორებთ ხომ?!" - სოციალურ ქსელში ბერი გაბრიელის გამზირს აპროტესტებენ

ქ. ჩოლოყაშვილისა და ბ.ხმელნიცკის ქუჩის ნაწილს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ეწოდა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან.

ეკა ხერხეულიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი:

"მამა გაბრიელმა ლენინის პლაკატს საღებავი რომ შეასხა, ჩაქოლეს, ათრიეს და მარტოობისთვის გაიმეტეს. კარგად მახსოვს, სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ბედავდა მასთან გამოლაპარაკებას. იმ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებსაც კარგად ვიცნობდი...

ახლა მისი ღვაწლის დაფასებასაც მოვესწარი...

იმასაც მოვესწარი ქაქუცა ჩოლოყაშვილს ჩვენი ქვეყნის "სახელოვანი მოღვაწეები"ყაჩაღს რომ ეძახდნენ და მოგვიანებით ეროვნულ გმირად შევრაცხეთ, თუმცა, სრულიად გაუგებარია, რატომ დასჭირდა თბილისის საკრებულოს ქაქუცას მნიშვნელობის დაკნინება დღეს?!

იმ კომუნისტურ წყვდიადში ხომ გაბრიელ ურგებაძე იმ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც კარგად იცოდა ქაქუცას ფასი?!

დასანანია, რომ თავად სალოსი გაბრიელის მოურიდებელი შეფასება არ გვესმის მისი სახელით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩანაცვლების თაობაზე".

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი:

"ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი - ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. საქართველოს ეროვნულ გმირი. მარი ციციშვილისა - სვიმონ არჩილის ძე ციციშვილის მეუღლე. რეიმონ დიუგე - ფრანგი მწერალი, რომელმაც 1927 წელს გამოსცა წიგნი სათაურით "მოსკოვი და წამებული საქართველო". ლევილი".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"აი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის რომ არ გადაგერქმიათ სახელი და სხვა ქუჩა ყოფილიყო ბერი გაბრიელის სახელობის რა მოხდებოდა?! მგონი უკვე აღარც მალავთ ოკუპანტებს რომ მაგრად უსწორებთ ხომ?!

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი:

"საერთოდ საკრებულო რომ მოეშვას ამ დარმქა გადარქმევას.... და საქმეს მიხედოს... უკეთესი იქნება! რაც ეხება ქაქუცას მიმართ დამოკიდებულებას სამწურადოდ უვიცობის მანიშნებელია თუ უარყოფით დამოკიდებულების ნაციონალიზმის ნამდვილ მებრძოლის მიმართ, რაც არც მინდა ვიფიქრო... და კიდევ დაპირისპირება ერის და ბერის ვის აწყობს და რას ემსახურება?.... და საეღრთოდ რათ უნდა წმინდანად შერაცხულ ბერს თავის სახელობის ქუჩა, მეტადრე როცა მას ეკლესიას უშენებენ და დამოუკიდებლობის ბრძოლის გმირს ნამდვილად ეკუთვნის სწორედ საერო აღიარება (ქუჩაზე მეტიც)...

და კიდევ მახსენდება გაჟრერებული არგუმენტები გამსახურდიას სახელობის აეროპორტის საკიტხზე, რომ სიკვდილის მერე უნდა გასულიყო 20 წელი მაინც .. რა ვიცი მაგრამ ამ წესს ხან აიცავენ და ხან არა ... რის მიხედვით?"

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი:

"ნუთუ საკრებულოში არ გამოჩნდა ადამიანი, ვინც მიხვდებოდა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელით თამაში არ შეიძლება და რომ ბერი გაბრიელის სახელი უმსგავსობას ვერ გადაფარავს? კარგად გაიხსენონ, რისი სიმბოლოა ქაქუცა და რა ცუდი ეჭვების საფუძველს აჩენენ. უკეთეს შემთხვევაში ეს არის უიდეობა - მაგრამ მხოლოდ უკეთეს შემთხვევაში".

შეგახსენებთ, გუშინ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული ბერი გაბრიელ სალოსის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ისნის რაიონში მდებარე წულაძის ქუჩის N23-ში ბერი გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს