ჩოხატაურის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს

ჩოხატაურის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს

ჩოხტაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწა. საკმაოდ დიდი თოვლია მოსული სოფელ ქვაბღასა და ზოტში.

ამ ეტაპზე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან დიდთოვლობის გამო, ელექტროგადაცემის ხაზები დაწყვეტილია.

"ჯერჯერობით გადაადგილების პრობლემა მოსახლეობას არ აქვს, მოძრაობს ტრანსპორტი, გზები იწმინდება, მობილიზებულია ტექნიკა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დახმარებისთვის სრულ მზადყოფნაშია", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, კურორტ ბახმაროზე თოვლის საფარი 2 მეტრს აღემატება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა