ნათია ფანჯიკიძე - ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი ირაკლის შერყევის მცდელობა იყო

ნათია ფანჯიკიძე - ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი ირაკლის შერყევის მცდელობა იყო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის განცხადებით, ალასანიას გამხნევება არ სჭირდებოდა, რადგან მისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დათხოვნა მოულოდნელი არ იყო. ამის შესახებ ნათია ფანჯიკიძემ "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა, "რადგან ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი იყო ირაკლის შერყევის მცდელობა. ასე რომ, ეს ბრძოლა იყო მუდმივად". მისივე თქმით, შესაბამისად, როდის დადგებოდა კულმინაცია და როდის "გასკდებოდა ბომბი", დროის ფაქტორი იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გუშინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

იხილეთ ასევე: ირაკლი ალასანიას მეუღლე - "რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ"

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა