ექვსი წლის ბიჭმა მეგობრის დასახმარებლად წიგნი დაწერა და მილიონი შეაგროვა

ექვსი წლის ბიჭმა მეგობრის დასახმარებლად წიგნი დაწერა და მილიონი შეაგროვა

2012 წელს, 6 წლის კალიფორნიელი ბიჭუნა დილან სიგელი ძალიან დამწუხრდა, როდესაც გაიგო, რომ მისი მეგობარი ჯონი პურნაზარიანი ვეღარ შეძლებდა მასთან ერთად სასეირნოდ გასვლას. ჯონის ღვიძლის იშვიათი დაავადება ჰქონდა, რომელიც გირკეს დაავადების სახელითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, ჯონის დასახმარებლად და საჭირო ფულის შესაგროვებლად, მისმა უმცროსმა მეგობარმა გადაწყვიტა, წიგნი დაეწერა და შედეგად, შექმნა 16 გვერდიანი ნაწარმოები სახელწოდებით: "შოკოლადი". წიგნის დაბეჭდვისთვის საჭირო თანხა დილანის მშობლებმა გაიღეს.

ჯერჯერობით არ არსებობს წამალი, რომელიც ამ დაავადებას კურნავს, ამიტომ წიგნების გაყიდვიდან მიღებული თანხა სამედიცინო უნივერსიტეტს ერიცხება. ამ დროისთვის, პატარა მეგობრებმა თითქმის 1 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს.

"დილანი დიდხანს ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა მეგობარს. მე მას გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა შევთავაზე, თუმცა, მან აღნიშნა, რომ წიგნის დაწერას ანიჭებს უპირატესობას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნორჩი მწერლის დედამ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს