ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ირაკლი ალასანიას რაიმე ფორმით ალიანსს გამორიცხავს. გამსახურდია სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"ირაკლი ალასანია: - "...თქვენ კარგი ჟურნალისტი ბრძანდებით..."
არა, ძვირფასო ირაკლი, გიორგი გაბუნია ჟურნალისტი არაა. ის ნაცმოძრაობის ტელესპიკერია.
ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაციონალებისთვის არ არსებობს არც ქვეყნის ინტერესები, არც უსაფრთხოება, არც რაიმე ღირებული - რევანშიზმისა და საკუთარი ამბიციების გარდა. დავრწმუნდი, სხვათაშორის, რომ მომავალში გამორიცხულია ალასანიას მათთან რაიმე ფორმით ალიანსი.
ჩართვამ სახელისუფლებო ტალანებიდან ვაზელინის სუნი მოიტანა. აქ ხომ მუდამ ცდილობენ წაქცეულის ჩაწიხლვას და ამ წიხლებით ქულების დაწერას და ბოლოს, ედუარდ, უკაცრავად, ალექსი პეტრიაშვილის წასვლით დაიღუპება ვითომ სამშობლო? :)))
როგორც იტყვიან, ამ ეტაპზე ეს მინდოდა მეთქვა
***
პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით პარლამენტარებს, ვურჩევ აღვირი ამოსდონ ვაზელინურ ინსტინქტებს და რომისპაპზეუფროკათოლიკურობას, და ნუ დაავიწყდებათ, რომ თავისუფალ დემოკრატებს კიდევ ორი მინისტრი და ათი დეპუტატი ჰყავთ პარლამენტში, რომელთაც არავიზე ნაკლები მონაწილეობა ხელისუფლების წარმატებებში (თუ პასუხისმგებლობა წარუმატებლობისათვის) არ მიუღიათ.
მათ გარეშე შეუძლებელი იქნება ღრმა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება... მესმის, რომ ზოგი მოდრეიფესთვის მღვრიე წყალში თევზი ადვილი დასაჭერია, მაგრამ, ვაიდა სხვა რამე შერჩეთ თევზის მაგივრად ხელში?
P.S. არა, ცუდი კი არ იფიქროთ: ის, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდის ეჭირათ, ვიგულისხმე :))", - წერს გამსახურდია.