ფანჯიკიძისა და ზალკალიანის ფოტო გადადგომის შემდეგ

ფანჯიკიძისა და ზალკალიანის ფოტო გადადგომის შემდეგ

არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ევროპულ არჩევანს და დღეს თუნდაც ჩვენი ამ გადადგომით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მაია ფანჯიკიძემ და დავით ზალკალიანმა მედიას მიმართეს, რომ სამუდამოდ არ ემშვიდობებიან და "ისევ შევხვდებით ერთმანეთს".

გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ გადაღებული ფოტო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ტოვებენ ფანჯიკიძე და ზალკალიანი სამინისტროს, ინტერნეტჰიტად იქცა. მას სოციალურ ქსელში ასობით გაზიარება აქვს. ფოტო საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ გადაიღო.

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა