ორმა მეგობარმა უსახლკაროებისთვის გადაადგილებადი სამრეცხაო შექმნა

ორმა მეგობარმა უსახლკაროებისთვის გადაადგილებადი სამრეცხაო შექმნა

ორმა 20 წლის ავსტრალიელმა მეგობარმა, რომლებიც პროფესიით ინჟინრები არიან, უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად გამოსავალი იპოვეს. მათ გადაადგილებადი სამრეცხაო შექმნეს, რომელიც უსახლკაროებს დაეხმარება მათი ტანსაცმელი მუდამ სუფთა იყოს.

ლუკას პატჩეტმა და ნიკოლას მარჩესიმ ყველაფერი ძველი მანქანით და გენერატორით დაიწყეს, ხოლო შემოწირულობების შეგროვების შემდეგ 2 სარეცხი მანქანა და საშრობები შეიძინეს. პროექტი ივლისში დაიწყო და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც მეგობრები აღნიშნავენ, მათი ფირმა კვირაში ხუთი დღის განმავლობაში ემსახურება ადამიანებს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ფულადი გასამრჯელოს გარეშე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს