როგორ წინასწარმეტყველებდა გიგი უგულავა შემოდგომაზე ალასანიასა და წულუკიანის მოხსნას

როგორ წინასწარმეტყველებდა გიგი უგულავა შემოდგომაზე ალასანიასა და წულუკიანის მოხსნას

2014 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა, სოციალურ ქსელ Facebook-ზე პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დედაქალაქის ყოფილმა მერმა ცვლილებებს "ივანიშვილის ეშმაკის ბორბალი" უწოდა და პოლიტიკურ ანალიზთან ერთად მკითხველს პროგნოზიც შესთავაზა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ შემოდგომაზე ირაკლი ალასანიას და თეა წულუკიანს მოხსნიან.

გიგი უგულავას ეს განცხადება დღეს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ცვლილებების ფონზე, აქტუალობას კვლავ იბრუნებს. სოციალურ ქსელებში უგულავას რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ ამ განცხადებას აქტიურად იზიარებენ და პატიმრობაში მყოფ ყოფილ მერს წინასწარმეტყველობის უნარსაც უწონებენ.

იხილეთ, რას წერდა უგულავა რამდენიმე თვის წინ

გიგი უგულავა: შემოდგომაზე ალასანიას და წულუკიანს მოხსნიან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა