ყვარლის პოლიციის უფროსმა მოქალაქე ილია ზაუტაშვილი ცემა

ყვარლის პოლიციის უფროსმა მოქალაქე ილია ზაუტაშვილი ცემა

ყვარლის პოლიციის უფროსმა გიორგი რევაზიშვილმა მოქალაქე ილია ზაუტაშვილი ცემა. ზაუტაშვილს ორივე თვალის არეში ჩალურჯებები აღენიშნება. როგორც მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს პოლიციის უფროსი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"დილით მეგობარი მოვიდა და სახლიდან გავედი. ყვარლის შემოსასვლელში ვიყავით. სამოქალაქო მანქანიდან სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები გადმოვიდნენ. ოქმი შეადგინეს და ნარკოლოგიურში წაგვიყვანეს. შეგვამოწმეს. პლანი მქონდა წინა დღეს მოწეული. ნარკოლოგიურიდან ისევ პოლიციაში წაგვიყვანეს. საბუთები შეადგინეს და პოლიციის უფროსს უნდა დაელოდოთო. პოლიციის უფროსი გვიან მოვიდა, მკითხა, ნასამართლევი ვიყავი თუ არა. ვუთხარი, რომ ადრე ვიყავი ნასამართლევი. ამის შემდეგ ახლოს მოვიდა და დამიწყო, საიდან გაქვს, სად შეიძინე, ვინ გაძლევს, სად შოულობო. არსად არ მიშოვია, თბილისში ვმუშაობდი, სუფრაზე მოვხვდი და შემთხვევით მოვწიე მეთქი. ამის მერე ცემა დამიწყო, ხელებს მირტყამდა სახეში. ნასვამი იყო, ღვინის სუნით ყარდა. მემუქრებოდა, წადი ყვარლიდან, თორემ დაგღუპავ, შენს ცხოვრებას ციხეში გაატარებო. ოთახში მხოლოდ ორი ადამიანი იყო, თვითონ უფროსი მცემდა, მეორეს არაფერი უთქვამს", - განუცხადა ილია ზაუტაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა