ყველაზე უჩვეულო ციხეები

ყველაზე უჩვეულო ციხეები

კუნძულ ბასტოის ციხე, ნორვეგია

ამ ციხეში არ არის არც მავთულხლართი და არც მკაცრი ზედამხედველები აკონტროლებენ ვითარებას. აქ ადამიანები, საპატიმროების ნაცვლად, სახლებში ცხოვრობენ. ტერიტორიაზე არის რამდენიმე პლიაჟი, ჩოგბურთის მოედანი და საუნა. ყველა სასჯელმისჯილს აქვს სამსახური, სადაც ისინი 8:30 და 15:30-მდე ატარებენ დროს. ყოველდღიურად თავისუფლებააღკვეთილი ადამიანები გასამრჯელოს სახით 10 დოლარს იღებენ.

სუომენლინის ციხე, ფინეთი

მსუბუქი რეჟიმის ციხე, სადაც მსუბუქი კანონდარღვევების მქონე ადამიანები იხდიან სასჯელს. პატიმრები დალაგებითა და ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე წესრიგის შენარჩუნებით არიან დაკავებულები.

უანდსვორტის ციხე, ინგლისი

ციხე პატიმრებს საგანმანათლებლო და აღმზრდელობით კურსებს სთავაზობს, ასევე საპატიმრო დაწესებულებას კავშირი აქვს ამერშემის და უოკომბის კოლეჯებთან. ციხეში ორი სატრენაჟორო და სპორტული დარბაზია. ციხეში არიან კათოლიკური, ანგლიკანური, მუსულმანური, ინდუისტური, ბუდისტური აღმსარებლობის მღვდლები და იეღოვას მოწმეები. ყველაზე საინტერესოა, რომ პატიმრებს საკუთარი რადიოსადგურიც კი გააჩნიათ.

ჰალდენის ციხე, ნორვეგია

ჰალდენის ციხის თითოეული საკანი საკუთარი სასტუმრო ოთახითა და პლაზმური ტელევიზორითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, პატიმრებს საშუალება აქვთ ივარჯიშონ დარბაზებში, ითამაშონ ფეხბურთი და ჩაწერონ სიმღერები ხმის ჩამწერ სტუდიაში. ერთი სიტყვით, ნორვეგიის ამ ციხეში ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და თვითრეალიზაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

სებუს ციხე, ფილიპინები

ამ ციხის ხელმძღვანელობა თვლის, რომ დაკავებულების რეაბილიტაცია ქორეოგრაფიის მეშვეობით უნდა მოხდეს. სებუს ციხის პატიმრების ცეკვის ვიდეოებმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ ინტერნეტი დაიპყრო და ციხეს მსოფლიო პოპულარობა მიანიჭა. გარდა ამისა, თვითონ მოცეკვავე პატიმრები ფილიპინებზე ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს