შიშველმა პატარძალმა საქორწინო სალონი გაქურდა

შიშველმა პატარძალმა საქორწინო სალონი გაქურდა

ხორვატიის პოლიცია ოთხ გოგონას ეძებს, რომლებმაც საქორწინო კაბების სალონიდან კაბები მოიპარეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პოლიციას განცხადებით, სალონის 34 წლის მფლობელმა მიმართა.

ქალბატონის თქმით, ხუთშაბათს დაახლოებით, 17:00-ზე სალონში პატარძალი მივიდა, რომელსაც თან სამი მეგობარი ახლდა. გოგონამ კაბების მოსინჯვა დაიწყო და ყვებოდა ისტორიას, რომ მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა. სანამ პატარძალი საქორწინო ისტორიებით მაღაზიის პერსონალის გართობას ცდილობდა, მისმა მეგობრებმა რამდენიმე კაბას მოკიდეს ხელი და ქუჩაში გაიქცნენ. ამის შემდეგ, ფანჯრიდან საცვლების ამარა დარჩენილი პატარძალიც გადახტა და მათთან ერთად გაიქცა. მეპატრონის თქმით, ბოროტმოქმედები უზრუნველყოფილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. როგორც ცნობილია, მაღაზიის გასაქურდად გოგონები ტრეილერით მოვიდნენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს