უცნობი ფაქტები ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიიდან

უცნობი ფაქტები ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიიდან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური ფიგურაა. გამოცემა "ფორბსმა" იგი ზედიზედ მეორეჯერ დაასახელა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პიროვნებად. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს პუტინის ცხოვრებიდან, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ.

პუტინი სანკტ-პეტერბურგის, მაშინდელი "ლენინგრადის" კომუნალურ საცხოვრებელში გაიზარდა.

რუსეთის პრეზიდენტი 18 წლის ასაკში ძიუდოს შავი ქამრის მფლობელი გახდა, როგორც ცნობილია, ვარჯიშს იგი 62 წლის ასაკშიც კი არ წყვეტს.

პუტინს ძალიან უყვარს ძაღლები. მას ორი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს, ლაბრადორი კონი და ბულგარული ნაგაზი, სახელად ბაფი.

იგი თავსუფალ დროს თევზაობით, ჯირითით, ცურვით და დაივინგით ერთობა. გარდა ამისა, პუტინს სიმღერის ნიჭიც აქვს, ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მან გოლდი ჰოუნთან და ქევინ ქოსნერთან ერთად, ჯაზ კომპოზიცია შეასრულა.

გარდა რუსულისა, პუტინი შესანიშნავად ფლობს გერმანულ ენას.

პუტინის ბაბუა, ლენინთან მზარეულად მუშაობდა, მოგვიანებით, მას არაერთხელ მოუხდა კერძების მომზადება სტალინისთვისაც.

სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ, პუტინი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წევრი ხდება (KGB), სადაც ვიცე-პოლკოვნიკის წოდებას იღებს. ამ პერიოდში იგი აღმოსავლეთ გერმანიაში ჯაშუშების გაწვრთნით არის დაკავებული.

1983 წელს პუტინმა ლიუდმილა პუტინაზე იქორწინა, რომლისგანაც ორი შვილი მარია და ეკატერინა შეეძინა. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, გოგონები სკოლაში შეცვლილი სახელებით და გვარებით სწავლობდნენ. 2014 წლის აპრილში, 31 წლიანი ქორწინების შემდეგ, წყვილი ერთმანეთს გაეყარა.

რუსეთის მოსახლეობაში პუტინი დიდი სიმპათიებით სარგებლობს. 2000 წელს გამართული არჩევნების დროს, მან მოსახლეობის 53%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო 2004 წელს 73%-მა დაუჭირა მხარი. 2014 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პუტინის რეიტინგი 85,9%-ს უტოლდება.

როგორც ცნობილია, ბავშვობაში ვლადიმერი ათეისტი იყო, თუმცა, 1990-იან წლებში ეკლესიისკენ შემობრუნდა და ამჟამად, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს