ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გეია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გეია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ გეია. "სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ გეი ვარ. წარმატება ყველა თქვენგანს" - აღნიშნავს მინისტრი ტვიტერის პოსტში. როგორც "washingtonpost" საკუთარ სტატიაში წერს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საკმაოდ იშვიათია, ცნობილი პირების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები, განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპისგან, სადაც ჰომოსექსუალური ქორწინებები ლეგალიზებულია.

"ჩვენი ქვეყანა მიანიჭებს ლეგალურ სტატუსს ყველა სახის პარტნიორულ ურთიერთობებს, მე ამისთვის ვიბრძოლებ. ვიცი, რომ ეს დიდ ისტერიას გამოიწვევს, მაგრამ ამაყი ვარ, რომ გეი ვარ”, - წერს რინკევიჩსი ტვიტერის დღევანდელ პოსტში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს