ნინიგორში ცოფიანმა ძაღლმა 2 ბავშვი დაკბინა

ნინიგორში ცოფიანმა ძაღლმა 2 ბავშვი დაკბინა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში ცოფიანმა ძაღლმა 12 და 5 წლის ბავშვები დაკბინა, მოგვიანებით ძაღლი მოკვდა. ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ძაღლი ცოფიანი იყო.

"მაწანწალა ძაღლმა 12 წლის ბიჭი და 5 წლის გოგონა დაკბინა, რომლებიც სოფელში ბათუმიდან იყვნენ სტუმრად ჩამოსულები. მოზარდებს პირველადი დახმარება ჩაუტარდათ და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ადგილზევე გაუკეთდათ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ეპიდემიოლოგმა მაკა ხმალაძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა