"თავისუფალი დემოკრატების" ყვარლის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს

"თავისუფალი დემოკრატების" ყვარლის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს

"თავისუფალი დემოკრატების" ყვარლის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზურაბ შავბალახაშვილმა, ასევე წევრებმა, თორნიკე მოლაშვილმა და აკაკი სეფაშვილმა, ირაკლი ალასანიას პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს. როგორც შავბალახაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ისინი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" რჩებიან.

"ჩვენ თავიდანვე ვიყავით კოალიცია "ქართულ ოცნებაში" და ვეთანხმებოდით მათ პოლიტიკურ მიმართულებას. დღემდე მისი მხარდამჭერები ვართ და ვერანაირად ვერ დავტოვებთ კოალიციას", - განაცხადა ზურაბ შავბალახაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა