ქარელში "თავისუფალი დემოკრატები" პარტიას ტოვებენ

ქარელში "თავისუფალი დემოკრატები" პარტიას ტოვებენ

ქარელის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ შუბითიძემ, "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. რაიონის მუნიციპალიტეტის მთავარ სათათბირო ორგანოში მხოლოდ ერთი "თავისუფალი დემოკრატი" - ნათია გოჩაშვილი დარჩა. ირაკლი ალასანიას გუნდი დატოვეს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა ატოცში, დირბში და ქარელში.

საკრებულოში დაიშალა ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" შემადგენლობა. მისი თავმჯდომარე სწორედ ნათია გოჩაშვილი იყო.

ქარელში ,,თავისუფალი დემოკრატების" გუნდის ჩამოყალიბებას საფუძველი შმაგი კოპაძემ დაუდო, რომელიც თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნის შემდგომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში ჩადგა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა