დეპუტატი თინათინ ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა, კიდევ ბევრი ითქმება. ჩვენში ასეთ ამბები მოჭარბებული ემოციების გარეშე არ გამოდის. ეს ემოციები ხან უკიდურესად უარყოფითა ხოლმე, გვინდა ადამიანს პირდაპირ ვუთხრათ რასაც მასზე ვფიქრობთ, ან უკიდურესად პოზიტიური, ზედმეტად მოფერების გარეშეც არ გამოდის ხოლმე. მერე ხან უფსკრულის პირას დგომის გამო თავდაჯერებულობა გვღალატობს და ხანაც უცებ ცხვირებს ავწევთ ხოლმე და რეალობის დანახვაში ხელი გვეშლება. ეს ნორმალურია, მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, ისე რიტორიკულად, ყურადღებით ვიყოთ რამე ისეთი არ ვთქვათ ან გავაკეთოთ მერე უკან დასახევი რომ მოგვესპოს, ერთმანეთისათვის შეხედვა შეგვრცხვეს და ამ საზარელ კავკასიურ ცარცის წრეში მთავარი საზრუნავი შუაზე არ შემოგვეხლიჩოს,"- წერს ხიდაშელი.