ტერორისტები ელიზაბეტ მეორის დანით მოკვლას გეგმავდნენ

ტერორისტები ელიზაბეტ მეორის დანით მოკვლას გეგმავდნენ

ლონდონის პოლიციამ ოთხი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ელიზაბეტ მეორეზე თავდასხმის მცდელობაში არიან ბრალდებულები. ტერორისტები დედოფალზე თავდასხმას, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 96-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების დროს გეგმავდნენ. ჩანაფიქრის მიხედვით, მას თავს ცივი იარაღით უნდა დასხმოდნენ.

საბედნიეროდ, ბრიტანულმა პოლიციამ ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხა. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულები არიან 19-27 წლამდე პირები. სკოტლანდ-იარდის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებს კავშირი აქვთ ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებასთან. როგორც ცნობილია, თავდასხმა 8 ნოემბერს, სამეფო ალბერტ-ჰოლში იგეგმებოდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, ელიზაბეტ მეორე მაინც მიიღებს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 96-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას.

მომზადებულია nypost.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს