რძე შესაძლოა, სიკვდილის გამომწვევ მიზეზად იქცეს

რძე შესაძლოა, სიკვდილის გამომწვევ მიზეზად იქცეს

შვედმა მკვლევარებმა 20 წლიანი დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ რძის მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მედიკოსები ცდილობდნენ გამოეკვლიათ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე კალცი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ძროხის რძე. დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ სარგებელი ძროხის რძისგან არც თუ ისე დიდია. აღმოჩნდა, რომ ძროხის რძე შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. მეცნიერებმა გამოკვლევები 45000 მამაკაცსა და 61000 ქალზე ჩაატარეს. როგორც აღმოჩნდა, ის ადამიანები, რომლებიც დღეში სამ ჭიქა რძეს მოიხმარდნენ, ორჯერ უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც 1 ჭიქა რძეს სვამდნენ, ან საერთოდ არ მოიხმარდნენ ამ პროდუქტს.

როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, რძეში საკმაოდ დიდი შემცველობითაა ცხიმი, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მკვლევარებმა განმარტეს, რომ მოზრდილი ადამიანის ორგანიზმიდან არ ხდება რძეში არსებული ცხიმების გამოდევნა, რის გამოც, იგი სისხლძარღვებს ეკვრის. რძის დიდი დოზით მოხმარებამ, შეიძლება, ქოლესტერინის დონის მომატება გამოიწვიოს, რაც ინფარქტის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად ითვლება.

მომზადებულია discovermagazine.com -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს