"გილოცავთ ახალი ძლიერი ოპოზიციური ძალის გამოსვლას ასპარეზზე" - ეკა ხოფერია ალასანიას პარტიის ყრილობას ეხმაურება

"გილოცავთ ახალი ძლიერი ოპოზიციური ძალის გამოსვლას ასპარეზზე" - ეკა ხოფერია ალასანიას პარტიის ყრილობას ეხმაურება

ფილარმონიაში "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა გაიმართა. პარტიის ყრილობაზე "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აირჩიეს.

ყრილობას ეხმაურება ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, რომელიც შთაბეჭდილებებს Facebook-ზე აქვეყნებს. ხოფერია მიიჩნევს, რომ ახალი, ძლიერი ოპოზიციური ძალის გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე ქვეყნის განვითარებისთვის კარგია.

Facebook/ ეკა ხოფერია:

"გილოცავთ ახალი ძლიერი ოპოზიციური ძალის გამოსვლას პოლიტიკურ ასპარეზზე. რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ, ვის მიმართაც არ უნდა გვქონდეს პოლიტიკური სიმპატიები, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყნისთვის ეს კარგია! და კარგია ისიც, რომ ყრილობაზე მისულ მაღალი თანამდებობის პირებს მოღალატეებს არ უწოდებენ. მოკლედ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მინდოდა ეს თქვენთვისაც გამეზიარებინა", - წერს ეკა ხოფერია.

წაიკითხეთ უფრო მეტი თეგზე #თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს