რუსეთში პირველი ერთსქესიანი ქორწინება დაარეგისტრირეს (+ფოტო)

რუსეთში პირველი ერთსქესიანი ქორწინება დაარეგისტრირეს (+ფოტო)

რუსეთში ერთსქესიანთა პირველი ქორწინება გაფორმდა. საქორწინო რეგისტრაცია ტრანსექსუალმა მამაკაცმა და ქალბატონმა გაიარეს, თუმცა ორივეს საქოწინო კაბები ეცვათ და ორივე პატარძლებს ჰგავდნენ.

"ერთ-ერთი გოგონა ტრანსგენდერია. უკვე ჰორმონოთერაპიის კურსი გაიარა და უახლოეს მომავალში სქესს შეიცვლის. ანუ დღეს პასპორტში მამაკაცი უწერია, თუმცა ძალიან მალე ქალი გახდება. გარეგნულად კი  ქალივით გამოიყურება. შესაბამისად, კანონიც არ დარღვეულა - ქორწინება ოფიციალურად ქალსა და მამაკაცს შორის შედგა", - აცხადებენ ლგბტ საზოგადოება Выходе-ში.

საპატარძლო ირინა ამ დროისთვის სქესის კორექციის ეტაპზეა. ის მუდამ თავისი ბიოლოგიური სქესის, ქალის შესაფერისად გამოიყურება. სამსახურშიც კოლეგები როგორც ქალს, ისე იცნობენ. მისი რჩეული, ალიონა კი ქალია.

ეს პირველი არატრადიციული საქორწინო კავშირია, რომელიც რუსეთში ოფიციალურად დაკანონდა. ცერემონიამ ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩაირა - წყვილს არ სურდა, რომ მათ ქორწილი პრესას გაეშუქებინა.

შეგახსენებთ, 2013 წელი 5 ჰომოსექსუალურ წყვილს დაქორწინების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ქორწინების სახლში მათ უარი განუცხადეს. მიზეზი რუსეთის კონსტიტუცია გახლდათ, სადაც დაფიქსირებულია, რომ ქორწინება ნაბაყოფლობითი კავშირია ქალსა და მამაკაცს შორის.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს