რა განსხვავებაა კულუარებიდან მართვასა და ღიად მართვას შორის - ხაჩიძე ივანიშვილს პასუხობს

რა განსხვავებაა კულუარებიდან მართვასა და ღიად მართვას შორის - ხაჩიძე ივანიშვილს პასუხობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ბრალს მდებენ, რომ კულუარებიდან მართავს ქვეყანასო;

მართვა რომ მდომებოდა, პოლიტიკიდან კი არ წავიდოდი, ვიქნებოდი პრემიერი და ვმართავდი, ვინ დამიშლიდაო;

აი, მითხარით სად არის ლოგიკაო...

ბიძინა, (როგორც მარგველაშვილი იტყოდა) მომისმინე!

კულუარებიდან მართვასა და ღიად მართვას შორის ერთი ძალიან დიდი და არსებითი განსხვავებაა.

ეს განსხვავება არის პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა !

ლოგიკაც მანდაა და ნუ ცდილობ ხალხი დააშტერო ბრძენო!", - წერს ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს