ყვარელში 8 ნოემბერს 66 წლის ქალმა თავი დაიწვა. გარდაცვლილის გვამი ოჯახის წევრებმა ეზოში ნახეს.
"ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და ექიმთანაც ხშირად დადიოდა. მუცლის არეში უჩიოდა ტკივილებს. როგორც ამბობენ, ამ ტკივილს ვეღარ გაუძლო, საწვავი გადაისხა და თავი დაიწვა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობელმა.