"ეს იყო საქმიანი პარტნიორების თანადგომა და არა ოჯახური" - ნათია ფანჯიკიძე დის გადაწყვეტილებაზე

"ეს იყო საქმიანი პარტნიორების თანადგომა და არა ოჯახური" - ნათია ფანჯიკიძე დის გადაწყვეტილებაზე

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, დის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თანამდებობიდან გადადგომას საქმიან პარტნიორობად აფასებს.

"სადღაც მიხარია, რომ მშრალი, საქმიანი ინფორმაციის გარდა შეუძლია ახლა იმსჯელოს რაღაცებზე, სხვა საკითხებზეც, თორემ სულ გული მწყდებოდა, თითქოს წესად იყო, რომ არასდროს არ უნდა შეექოთ, რაც არ უნდა გაეკეთებინა.

არადა რამდენ რამეშია კომპეტენტური. იმ უდატვირთულესი რეჟიმის მიუხედავად, რაც ჰქონდა, - წელიწადნახევარი მარტო თვითმფრინავში გაატარა, - თავისი ძველი მოსწავლის თხოვნით თვითმფრინავშივე თარგმნა ავსტრიელი მწერლის, ბერნჰარდის პიესა, რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგმება...

ისე, ვისურვებდი, რომ ასე პატარა არ იყოს ეს ქვეყანა და ასე გადახლართულები არ ვიყოთ ერთმანეთში. უკეთესად გამოიკვეთებოდა მაშინ, რომ რეალურად ეს იყო საქმიანი პარტნიორების თანადგომა და არა ოჯახური. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ უკორექტულესი ადამიანია და ძალიან დიდხანს, ბოლომდე, მეც კი არ მყვებოდა ვინმეს კრიტიკაში, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ არც ველაპარაკებოდი მსგავს თემებზე. ძალიან ვამაყობ ასევე, რომ ირაკლი ამდენი წელია პოლიტიკაშია ინტრიგების, არასაკადრისი ილეთების გარეშე. პროფესიონალიზმი ნიშნავს ღირსებას. ჩემი აზრით, ყოველ შემხვევაში", - წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. 5 ნოემბერს მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა, დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღანიამ და ლევან გურგენიძემ ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს