ვინ არიან და რას საქმიანობენ ბიჭები, რომლებიც ფილარმონიაში ცოცრებზე პირსახოცაფარებულები გამოვიდნენ

ვინ არიან და რას საქმიანობენ ბიჭები, რომლებიც ფილარმონიაში ცოცრებზე პირსახოცაფარებულები გამოვიდნენ

სანამ ''ნიჭიერის'' სცენას დაიკავებდნენ, გიორგი ბუკია და პაპუნა სანთელაძე კულისებში ვნახეთ. ხალათებსა და ოთახის ჩუსტებში იყვნენ გამოწყობილნი. ცნობისმოყვარეობამ გვძლია და დავინტერესდით, რის გაკეთებას აპირებდნენ. უნდა ვიბანაოთო, გვიპასუხეს. თურმე, ბიჭები მაშინ მთვრალები ყოფილან, აბა, საღ გონებაზე ფილარმონიაში როგორ გავიხდიდითო. მათი ნომერი 10 ნოემბრის გადაცემაში ჩაჯდა.

გიორგი:

- პროფესიით ჯერ არავინ ვარ. ისე, მსახიობი მინდა ვიყო, რეჟისორიც, ასე გადავწყვიტე (იცინის). სკოლა რომ დავამთავრე, ''კარის თეატრში'' მივედი, კასტინგი იყო, როლზე დამამტკიცეს და მას მერე დავრჩი. მერე ''სამეფო უბნის თეატრში'' გადავედი, მერე ისევ ''კარის თეატრში'' დავბრუნდი. ვმუშაობდი ''რუსთავი 2''-შიც, ''კლაბ შოუში'' ვიყავი სცენარისტადაც და მსახიობადაც. ჯიმ ქერის პაროდიას ვაკეთებდი, თუ გახსოვთ. ახლა სტუდენტი ვარ, ოღონდ იმ ფაკულტეტზე არ ვსწავლობ, რომელზეც მინდა ვსწავლობდე. საერთოდ, არ ვიცი, რა ფაკულტეტზე ვსწავლობ. უბრალოდ, სტუდენტობა მჭირდებოდა.

- რისთვის?

- ფილმს ვიღებ ''ბი-ბი-სი''-სთვის, მაფინანსებენ. ჯარში წასვლა მიწევდა და ფილმის გადაღებას ვეღარ გავაგრძელებდი, ამიტომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე.

- რით დაიმსახურე, ''ბი-ბი-სი'' შენს ფილმს რომ აფინანსებს?

- პროექტი აქვს, სადაც აგზავნი სცენარს და თუ მოიწონეს, გიფინანსებენ. ჩემი სცენარი მოეწონათ და ახალ ტრილერს ვიღებ.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს