ქართული სასკოლო, თუ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა რამდენჯერმე უკვე გახდა სკანდალის მიზეზი. გასულ წელს საზოგადოების დიდი ნაწილი მეექვსე კლასელთა კლასგარეშე საკითხავმა ნაწარმოებმა აღაშფოთა, რომელშიც ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა იყო, ხოლო სულ ახლახან საზოგადოების პროტესტი მე-2 კლასის სახელმძღვანელოში შესულმა მოთხრობამ გამოიწვია, რომელშიც გმირი ბიძინა ატირებულ გოგონას დაკარგულ ფულს უბრუნებს.
ამჯერად აღშფოთება რასისტული შინაარსის საბავშვო მოთხრობამ გამოიწვია, რომელშიც მოთხრობილია იგავი ბატონზე, რომელმაც, როგორც წიგნშია ნათქვამი, "ზანგი იყიდა და ხეხავდა, რომ გაეთეთრებინა".
"ზანგი
ერთმა ბატონმა ზანგი იყიდა. იფიქრა: შავი ფერი ალბათ ძველი ბატონის ხელში დაედო მოუვლელობითა და უბანლობითო. მისდგა იმ საწყალს, ხეხა და ხეხა, მთელი წყალი და საპონი ზედ დაალია, მაგრამ ზანგს არა ეშველა რა. თვითონ ბატონს კი ამდენი ჯაფით გული შეუღონდა.
არაკი ამბობს: რაც ბუნებას უბოძებია, იმას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლისო".
სწორედ არაკის რასისტული შინაარსი გახდა ბევრის და მათ შორის, ცოტნე გამსახურდიას გაღიზიანების მიზეზი, რომელიც არ მორიდებია, რომ საკუთარი აღელვება უცენზუროდ გამოეთქვა.
"ამის დამწერი მონად უნდა გაყიდო, ამის დედას შევ..ი! სასაცილოა, რომ არა ის, როგორ უმახინჯებენ ამისთანა ყ...ბი ჩვენს შვილებს ფსიქიკას...", - წერს ცოტნე გამსახურდია.