"დედა, მაჩვენე სამყარო, სანამ არ დავბრმავებულვარ"

"დედა, მაჩვენე სამყარო, სანამ არ დავბრმავებულვარ"

მისი ნაბიჯები ნელი და მოზომილია, თუმცა, თავდაჯერებული. ლუისი, რომელიც ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, თავდაჯერებულად დააბიჯებს ბრიქსენის 2190 მეტრიანი მთის მწვერვალზე. მისი თვალები უჩვეულო ბრწყინვალებითაა სავსე. არავის მოუვა თავში აზრად, რომ ახალ ზელანდიელი ლუის კორბეტი ისეთივე მოზარდი არაა, როგორც მისი თანატოლები. ბიჭუნას იშვიათი და მძიმე დაავადება აქვს, რომლის გამოც, რამდენიმე თვეში იგი სრულიად დაბრმავდება.

სწორედ ამიტომ, მშობლებმა გადაწყვიტეს, მისთვის სამყარო ეჩვენებინათ. ლუისი უკვე იყო რომში, ბოსტონში, მოინახულა დიდი კანიონი. მან ასევე ვერტმფრენით გადაუფრინა ნიაგარის ჩანჩქერს. "ჩვენ ძალიან გვინდა შევავსოთ მისი სამყარო კარგი შთაბეჭდილებებით და შთამბეჭდავი სურათებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია", - ამბობს მოზარდის დედა კატერინა კოლბერტი.

ლუისს პიგმენტური რინიტი აქვს, რომელიც მემკვიდრეობითია. ის 3000 ადამიანიდან ერთს ემართება. დაავადებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 1,5 მილიონს აღწევს. პიგმენტური რინიტი ბადურას დეგენერაციულ ცვლილებებს იწვევს, რის შედეგადაც ჯერ პერიფერიული მხედველობა უარესდება, შებინდებისას და მკრთალი განათების დროს, შემდეგ კი ადამიანი სრულიად ბრმავდება. დაავადების პირველი სიმპტომები ახალგაზრდობაშივე იჩენს თავს, 40 წლისთვის კი სიბრმავე ყალიბდება.

"აგვისტოში, სკოლაში ყოფნის დროს, უცებ, ვერ მოვახერხე იმის დანახვა, რაც დაფაზე იყო დაწერილი. მხოლოდ დიდი ასოების გარჩევა შევძელი", - იხსენებს ბიჭუნა, რომლისთვისაც ეს დაავადება სასტიკი შოკი აღმოჩნდა. მშობლების თქმით, დიაგნოზის გაგების შემდეგ, ლუისი საკუთარ ოთახში იკეტებოდა და მთელ დღეებს ტირილში ატარებდა.

სწორედ ამიტომ, დედამისს თავში "ლუისის ოცნების მოგზაურობის"იდეა მოუვიდა. "მინდოდა, რომ ლუისი თამამი და ცნობისმოყვარე ყოფილიყო. საკუთარი განუმეორებლი სამყარო აღმოეჩინა...", - ამბობს კატერინა.  ლუისს ძალიან მოეწონა გეგმა, თუმცა, მოგზაურობა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, საჭირო სახსრები ოჯახს არ გააჩნდა. მშობლებმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართეს, რომლებმაც მათ მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს