"თქვენი ავადმყოფი ტვინები მოვ... მე!" - დუტა სხირტლაძე ტრანსგენდერის მკვლელობაზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება

"თქვენი ავადმყოფი ტვინები მოვ... მე!" - დუტა სხირტლაძე ტრანსგენდერის მკვლელობაზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება

პეკინზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ვინაიდან მოკლული ტრანსგენდერია, იმსახურებდა ასეთ მოპყრობას.

სწორედ მათ პასუხად საკუთარი მოსაზრება Facebook-ზე გამოთქვა მსახიობმა დუტა სხირტლაძემ, რომელიც წერს:

"იცით, ვის მინდა ვაგინო?! მთელი გულით... აი იმ ხალხს, რუსთავში ლეკვის ჩაქოლვაზე ერთი ამბავი რომ ატეხეს და მოკლულ ტრანსგენდერზე ღირსიაო, რომ ამბობენ.

თქვენი ავადმყოფი ტვინები მოვტ...ნ მე!!! ვინ დაგზარდათ და სად?!", - წერს მსახიობი.

ასევე დაგაინტერესებთ| თინა მახარაძე: ღმერთმა მიაფუჩეჩა ბიბლია, უნდა დაკონკრეტებულიყო - არა ქალ, კაც, ტრანს კლა...

შეგახსენებთ, რომ პეკინის #14-ში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. შსს-მ 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. დააკავა, რომელმაც ტრანსგენდერი "საბი" დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად მოკლა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ| პეკინზე მოკლული ტრანსგენდერის უკანასკნელი სატელევიზიო ინტერვიუ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია