რატომ უნდა მივირთვათ ციტრუსები

რატომ უნდა მივირთვათ ციტრუსები

ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ხილისა და კენკრის ნაკლებობას ციტრუსები გვინაზღაურებს. ჩვენში ყველაზე გავრცელებულია ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი. გარდა კვებითი ღირებულებისა, მათ სამკურნალო დანიშნულებაც აქვთ. ფორთოხალი ყველაზე სასარგებლო ციტრუსად ითვლება. მას ლიმონი მოსდევს, ლიმონს - გრეიპფრუტი და მანდარინი. რით არის ციტრუსები სასარგებლო? უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ ყველა მათგანი შეიცავს ლიმონის მჟავას, C, P, B ვიტამინებს, კაროტინს (პროვიტამინ A-ს).

ამასთან, სხვა ხილისგან განსხვავებით, დაკრეფილი ციტრუსები დიდხანს, გვიან გაზაფხულამდეც კი ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. რა თქმა უნდა, ზომიერება აქაც საჭიროა. ცნობილია, რომ ციტრუსები ალერგიულ რეაქციებს უდებენ სათავეს (ამიტომ ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებს ისინი ეკრძალებათ), მათმა ჭარბმა მიღებამ კი შესაძლოა კანის გაყვითლებაც გამოიწვიოს.

მანდარინი - ხალისის მომგვრელი ნაყოფი

მიიჩნევა, რომ მანდარინი ხალისისა და დადებითი ემოციების მომგვრელი ხილია. ალბათ, ამიტომაც არის, რომ სადღესასწაულო სუფრა მანდარინის გარეშე წარმოუდგენელია. მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, მატებს მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ფიტონციდების შემცველობის წყალობით ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. მანდარინის წვენის გარეგანი გამოყენება კარგია რძიანასა და სოკოვანი ინფექციების დროს. ასევე ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს ლორწოსგან, ამიტომ თუ ბავშვს ხველა აწუხებს, რეკომენდებულია, ყოველ დილით დალიოს ერთი ჭიქა მანდარინის წვენი, ხოლო ბრონქიტისა და ტრაქეიტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში სვას. მანდარინი კუჭ-ნაწლავსაც უხდება, განსაკუთრებით - მადის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებების დროს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ მანდარინის წვენი ორგანიზმიდან ჰელმინთებისგან (ჭიებისგან) გამოძევებასაც უწყობს ხელს. დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ციტრუსების უნიკალური თვისებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიტანთ სიკეთეს, თუ ბავშვს მათზე ალერგია არ აქვს. დისბაქტერიოზის დროს კარგი იქნება, მოუმზადოთ ბავშვს გემრიელი კერძი - მოხარშული ბრინჯი ფორთოხლის ქერქით. გრძელი ბრინჯი მოხარშეთ; ცალკე გაამზადეთ კარგად გარეცხილი და წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ქერქი და ბრინჯის მოხარშვამდე 10-15 წუთით ადრე ჩაუშვით ქვაბში. დაახურეთ თავზე. დაატკბეთ გემოვნებით. აჭამეთ პატარას თბილ-თბილი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს