უმეცრების, გონებადახშულების და ბრიყვების განსახილველი არ იყოს, ვინ იმსახურებდა მოკვლას - გიორგი ხაბურძანია "საბის" მკვლელობაზე

უმეცრების, გონებადახშულების და ბრიყვების განსახილველი არ იყოს, ვინ იმსახურებდა მოკვლას - გიორგი ხაბურძანია "საბის" მკვლელობაზე

"ნიჭიერის" პროდუსერი გიორგი ხაბურძანია ტრანსგენდერ "საბის" მკვლელობის ფაქტზე საზოგადოების რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"კანონი იმიტომ არსებობს და იმიტომ უნდა იდგეს ყველაზე და ყვეაფერზე ზემოთ, რომ ვიღაც უმეცრების, გონებადახშულების და ბრიყვების განსახილველი არ იყოს, ვინ იმსახურებდა მოკლვას და ვინ არა. ეთნიკური, გენდერული, რელიგიური და სექსულაური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის ყველა სახის პროპაგანდა და წახალისება უნდა ისჯებოდეს კანონით.

მე სიძულვილით აღსავსე კომენტარებზე დავწერე, რომლებშიც იძახდნენ, რომ მოსაკლავი იყო, სწორედ იმიტომ რომ ლგბტ პიროვნება იყო", - წერს ხაბურძანია.

შეგახსენებთ, რომ პეკინის N14-ში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. შსს-მ 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. დააკავა, რომელმაც ტრანსგენდერი "საბი" დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად მოკლა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.

იხილეთ ასევე: "თქვენი ავადმყოფი ტვინები მოვ... მე!" - დუტა სხირტლაძე ტრანსგენდერის მკვლელობაზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს