ყველაზე ხანდაზმული ვეტერანი, რომელიც ყოველდღიურად სვამს, ეწევა, მუშაობს და მანქანას მართავს

ყველაზე ხანდაზმული ვეტერანი, რომელიც ყოველდღიურად სვამს, ეწევა, მუშაობს და მანქანას მართავს

108 წლის რიჩარდ ოვერტონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ხანდაზმული ომის ვეტერანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიურია.

დღეს ყავაში ჩამატებული ვისკით იწყებს და სიგარებს ეწევა. ისევ ატარებს მანქანას, ეხმარება ქვრივებს ეკლესიაში მისვლაში და კვლავ მუშაობს საკუთარ ბაღში.

შეკითხვაზე, თუ რა არის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო, ოვერტონმა განაცხადა: ”მაგაზე არაფერი ვიცი, ეგ ღმერთის საქმეა. მაგრამ მგონია, რომ კიდე დიდი ხანი გავძლებ, სადაც აქამდე მოვაღწიე, კიდე შორს წავალ”.

ოვერტონი 1906 წელს ტექსასში დიბადა, მეორე მსოფლიო ომში ავიაციის ბატალიონში იბრძოდა, შემდეგ ოსტინში ავეჯის მაღაზიაში მუშაობდა. პირველად 65 წლისა გავიდა პენსიაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ოთხი სამუშაო გამოიცვალა.

ისევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებისას შეიძინა. თავის დროზე სახლში მან 4 000 დოლარი გადაიხადა. 2013 წელს, ვეტერანების დღეს თეთრ სახლში იმყოფებოდა, სადაც ობამამ მის შესახებ ისაუბრა. ამბობს, რომ არ ეგონა თუ ოდესმე ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ეყოლებოდა, მაგრამ ეს დროც დადგა.

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

მეგან მარკლი და ჰარი გაჭირვებულებს საკვებს ურიგებენ - წყვილის პირველი ფოტოები აშშ-დან

პირველად, Fuckup Nights ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?