"უახლოეს წლებში სავარაუდოდ, ომი გველოდება" - ლევან ჯავახიშვილი

"უახლოეს წლებში სავარაუდოდ, ომი გველოდება" - ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი კავკასიის რეგიონში ომს წინასწარმეტყველებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, ან ამ საკითხზე ვის რა მოსაზრება აქვს.. მაგრამ მაინც დავწერ.. უახლოეს წლებში სავარაუდოდ ომი გველოდება.. ომი, რომელიც ჯერ კიდევ 1801 წელს დაიწყო..", - წერს ჟურნალისტი.

XIX საუკუნის დასაწყისში კავკასიის რეგიონში განვითარებული სამხედრო მოქმედებები რუსეთის მიერ რეგიონის ანექსიით დასრულდა...

ამ დროისათვის პავლე I-მა განიზრახა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთის იმპერიისათვის შეერთება. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ (1800 წლის 28 დეკემბერი) გამოქვეყნდა მანიფესტი აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ (1801 წლის 18 იანვრის - პავლე I-ის, ხოლო 1801 წლის 12 სექტემბრის ალექსანდრე I-ის ხელმოწერით). 1803 წელს თბილისში ჩამოვიდა კავკასიის ახალი მთავარსარდალი, წარმოშობით ქართველი, გენერალი პავლე ციციანოვი. მან ენერგიულად მოჰკიდა ხელი კავკასიაში ცარიზმის პოლიტიკის გატარებას - რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში გადაასახლა, 1804 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II-თან ხელშეკრულება დადო რუსეთის მფარველობაში იმერეთის სამეფოს შესვლის თაობაზე. რუსეთის მფარველობა აღიარეს გურიისა და სამეგრელოს მთავრებმაც. 1803-1804 წლებში პ. ციციანოვმა ჭარ-ბელაქანი დალაშქრა და განჯის სახანოც დაიმორჩილა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს