"ძალიან მაკლიხარ და ჩემს გარდა, კიდევ ბევრია" - სოციალურ ქსელში ნანა ზარდიაშვილს ემშვიდობებიან

"ძალიან მაკლიხარ და ჩემს გარდა, კიდევ ბევრია" - სოციალურ ქსელში ნანა ზარდიაშვილს ემშვიდობებიან

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნანა ზარდიაშვილს ემშვიდობებიან.

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი:

"ძვირფასო ნანა, ძვირფასო ნანა

ძალიან მაკლიხარ და ჩემს გარდა კიდევ ბევრია.

შენ, ჩვენი თაობების უმრავლესობასთან ერთად არ ჩაგიბარებია უნარ-ჩვევების გამოცდა - მაგრამ ერთი ისეთი უნიკალური უნარ-ჩვევა გქონდა, რომელსაც ვერც ერთი პროგრამით და კურიკულუმით ვერ ისწავლი.

შენ ადამიანები გაინტერესებდა, გიყვარდა და ინდიფერენტული არასდროს ყოფილხარ.

შენი საოცრება შენს არა-ინდიფერენტულობაში იყო.

საოცრებაა დღეს, როდესაც ადამიანს სხვებზე ფიქრი შეუძლია.

დიდი მადლობა, ნანა, შენი ასეთი ცხოვრებისთვის.

შენი ცხოვრება იყო დიდი ხელოვნება.

დიდი ხელოვნება სხვებზე ფიქრის - არა-ინდიფერენტულობის.

ნახვამდის, ნანა - არ გემშვიდობები.

სიყვარულით, იკ - ანტონინ მარტო".

დათო ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

"ნანა ზარდიაშვილის გარდაცვალებაზე მინდოდა ორიოდ სიტყვა მეთქვა. ადამიანზე, რომელიც აქ, ფბ-ზე გავიცანი და დავუმეგობრდი.

რამდენჯერმე დავიწყე და ვერაფრით თავი ვერ მოვაბი, სანამ არ მივხვდი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოკლე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ჩაატიო ნანას პიროვნება, იმდენად საინტერესო, ორიგინალური და არაორდინარული ადამიანი იყო. გურამ დოჩანაშვილის იმ პერსონაჟის არ იყოს, ლიტერატურა რომ ძლიერ უყვარდა, თუ ჩვენ, დახასიათების კონტექსტში სამოთხრობო ტიპები ვართ, ის სარომანო გახლდათ - ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იმ თაობის, რომელმაც საბჭოთა ტოტალიტარიზმიც გამოიარა, ოთხმოცდაათიანების ქაოსიც, ნაცმოძრაობის მმართველობაც და ყველაფერს, როგორც თვითონ უყვარდა ხოლმე თქმა, "დასტოინად" გაუძლო და გადაიტანა.

და რახან ჩვენ ორივე მაინც საბჭოთა პერიოდის მოდისიდენტო ინტელიგენციიდან გამოვედით და ჩვენი გაცნობა-დამეგობრებაც იმ პერიოდს დაემთხვა, როცა რუსულ სიმღერას ლამის სახელმწიფო დონეზე ერჩოდნენ (რამდენჯერ გვიქილიკია ამაზე), ერთგვარი მოსაგონარის ამბავშიც შესაბამისი "ვეშჩი" შევარჩიე. ეს სიმღერა თავის დროზე სხვა კარგი ადამიანის გარდაცვალებას მიეძღვნა, მაგრამ ვფიქრობ ნანას პიროვნებასაც ზუსტად ესადაგება" (А. Тальковский - "уходя оставте свет’).

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"მარადიული სიტყვები... გაანათლოს

"წადი, შვილო, გზაჯვარედინზე და დადექი და დაფიქრდი. არ წახვედი იქით, სადაც წარმატებაა და არ წახვიდე იქით, სადაც კარიერაა (დაგიფაროს ღმერთმა, შვილო, ორივესგან. წარმატების ბულიმიისგან და თანამდებობის ბულიმიისგან, ორი მონობისა და ორი გაუმაძღრობისგან). და არ წახვიდე იქით, სადაც სიღატაკეა და სადაც სიმდიდრეა, რადგან ორივე ყოველდღიურობას გაგიქრობს, შვილო, არამედ წადი იქით, სადაც ყოველდღიურობაა და მოკრძალებული კეთილდღეობა - მარტივი, ნათელი სიხარულებით დაგლოცავ, შვილო!".

შეგახსენებთ, ჟურნალისტი და ბლოგერი ნანა ზარდიაშვილი 11 ნოემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგად გარდაიცვალა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს