"ნაციონალები" "იმედის" წამყვანს ბენდუქიძისადმი უპატივცემლობისა და სახის გამომეტყველების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვენ

"ნაციონალები" "იმედის" წამყვანს ბენდუქიძისადმი უპატივცემლობისა და სახის გამომეტყველების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვენ

განახლება| "ამ უყურადღებობის გამო უხერხულობას ვგრძნობ" - "ქრონიკის" წამყვანი ბენდუქიძესთან დაკავშირებით ბოდიშს საჯაროდ იხდის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ეკა ხერხეულიძე და გოგა ხაჩიძე Facebook-ზე აზიარებენ ფრაგმენტს ტელეკომპანია "იმედის" 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან, რომელშიც ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტი გავიდა, ტელეწამყვანი ეთერში მომღიმარი სახით ბრუნდება.

აღნიშნული ფაქტის გამო ეკა ხერხეულიძე ტელეკომპანია "იმედს" ბოდიშის მოხდას სთხოვს და წერს:

"ამ გოგომ უზრდელობით ერთხელ უკვე დამამახსოვრა თავი, როდესაც ოპერატორს კადრი გაექცა და მიშასადმი გინება პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზა. მაშინ ვიფიქრე, ერთი უტვინო არსებაა და რა გაეწყობათქო. დღეს თავად დამარწმუნა, რომ ბოროტიც ყოფილა. მოვითხოვ "იმედის" ხელმძღვანელობისგან, რომ საჯარო ბოდიში მოგვიხადოს იმ ათასობით გულნატკენ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასი იყო კახა ბენდუქიძის სიცოცხლე!", - წერს ეკა ხერხეულიძე.

აღნიშნული გამოხმაურებების შემდეგ "ქრონიკის" წამყვანმა ნინო ჭანტურაიამ განმარტება გააკეთა და ბოდიში საჯაროდ მოიხადა. იხილეთ სტატია - "ამ უყურადღებობის გამო უხერხულობას ვგრძნობ" - "ქრონიკის" წამყვანი ბენდუქიძესთან დაკავშირებით ბოდიშს საჯაროდ იხდის

იხილეთ ვიდეო

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს