ჯვარცმა, როგორც შიზოფრენიისგან განკურნების საშუალება - მკურნალობის ყველაზე უჩვეულო მეთოდები

ჯვარცმა, როგორც შიზოფრენიისგან განკურნების საშუალება - მკურნალობის ყველაზე უჩვეულო მეთოდები

კატების და ძაღლების განადგურება

1665-1666 წლებში, ლონდონში შავი ჭირისგან 100 ათასი ადამიანი დაიღუპა, რაც დედაქალაქის მოსახლეობის 20%-ს უდრის. დაავადების გაჩენის მიზეზი იმ დროისთვის უცნობი იყო, რის გამოც, ექიმებმა თავის დაზღვევის მიზნით, ძაღლებისა და კატების მოკვლის ბრძანება გასცეს. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას უბრძანა, 24 საათის განმავლობაში არ ჩაექროთ სახლში ცეცხლი, რათა ასეთი მეთოდით, ჰაერი გაესუფთავებინათ მავნე მიკრობებისგან. ლონდონელებს აძალებდნენ თამბაქოს მოწევას. თუმცა, ცხადია, ამან ხალხი ეპიდემიისგან ვერ დაიცვა.

ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა 19-ე საუკუნეში

"ფსიქიკური დაავადებების" კონცეფცია, ჩვენთვის ცნობილი მნიშვნელობით 19-ე საუკუნეში გაჩნდა, როდესაც საზოგადოება ცდილობდა ერთგვარი საზღვრის გავლებას "ნორმასა" და "პათოლოგიას" შორის. როდესაც ფსიქოტროპული პრეპარატები ჯერ კიდევ არ არსებობდა, ხოლო ეგზორციზმი უკვე ცრურწმენად მიიჩნეოდა, ავადმყოფებზე ზეგავლენის მოხდენას ყველაზე უჩვეულო მეთოდებით ცდილობდნენ. ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ნამდვილ წამებას მოგაგონებთ.

"გრიპის მკურნალობა"

1918-1929 წლებში ე.წ. "ესპანური გრიპისგან" 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, უფრო მეტი, ვიდრე პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს. არსებობდა ქალაქები, სადაც ცოცხალი არავინ დარჩა, არც ექიმი და არც მესაფლავე.

ჰეროინისგან დამზადებული ხველების წამალი

100 წლის წინათ, ჰეროინი მორფის უფრო ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნეოდა. კლინიკური ცდების დროს, მოხალისეებმა განაცხადეს, რომ თავს გმირებივით გრძნობდნენ, სწორედ აქედან მოდის, სიტყვა Heroin (hero - გმირი). მაგრამ უკვე 1913 წელს, როდესაც საავადმყოფოებში უამრავი ჰეროინდამოკიდებული ადამიანი გაჩნდა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო, ფარმაცევტულმა კომპანიებმა უარი თქვეს მის სამედიცინო გამოყენებაზე.

"ხელოვნური ფილტვი" პოლიომიელიტის სამკურნალოდ

პოლიომიელიტის მასობრივ ვაქცინაციამდე მრავალი ბავშვი თვეების განმავლობაში იძულებული იყო, დღეები ყუთის ფორმის რესისპირატორებში (ე.წ. ხელოვნურ ფილტვში) გაეტარებინა. შეგახსენებთ, რომ პოლიომიელიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის (უმეტესად - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების) დაზიანება, ასევე - ნაწლავებისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს