8 ფაქტორი, რომელზეც დედები არასდროს გველაპარაკებიან

8 ფაქტორი, რომელზეც დედები არასდროს გველაპარაკებიან

დედას უყვარხარ და შენზე ზრუნავს შენი ცხოვრების პირველივე წამებიდან. ბავშვის დაბადება უზარმაზარი სასწაულია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს, რომელზეც ხშირად არც ვფიქრობთ ხოლმე. აი 8 ფაქტორი, რომელზეც დედას არასდროს უამბნია შენთვის, მაგრამ მათზე დაფიქრება ხანდახან, განსაკუთრებით, როცა დედას რამეზე კიცხავ ხოლმე, ნამდვილად ღირს.

1. შენ ის ცრემლებამდე მიგიყვანია. ბევრჯერ.

ტიროდა, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო. ტიროდა, როცა შენ გაჩენდა და როცა პირველად ეჭირე ხელში. ტიროდა და ახლაც ხშირად ტირის ბედნიერებისა და დარდისგან, ის ხომ ყოველთვის გრძნობს შენს სიხარულსა და ტკივილს, იმის მიუხედავად, შენ შეგიმჩნევია ეს თუ არა.

2. მასაც სურდა ნამცხვრის უკანასკნელი ნაჭრის დაგემოვნება.

მართლა უნდოდა. მაგრამ როცა დაინახა, შენ როგორი თვალებით უყურებდი მას, გადაწყვიტა, რომ სადილად თავისი პირმშოს გახარება საკუთარ სურვილებზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო.

3. მას ყოველთვის ეშინია შენ გამო.

შენი დაბადებიდან ის ყველაფერს აკეთებდა, რომ შენზე ეზრუნა. ყოველთვის, როცა სახლიდან გადიოდი, მოუთმენლად ელოდა შენს დაბრუნებას. ყოველთვის, როცა ავად იყავი, ის გვერდით იყო, შენს სუნთქვას უსმენდა, ითვლიდა წუთებს, წამებს, ნერვიულობდა, ლოცულობდა – მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაზრდილიყავი ჯანმრთელი და ბედნიერი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს