ჰოლანდიელმა მოდელმა ლარა სთოუნმა ცნობილი დიზაინერების გულები მალე დაიპყრო. ოთხი წლის წინ, მან მსოფლიოს 50 საუკეთესო მოდელს შორის, პირველი ადგილი დაიკავა. დაახლოებით, ერთი წლის წინ ლარა დედა გახდა. მისი თქმით, არასდროს უფიქრია, რომ დედობა, რაიმე გზით ხელს შეუშლიდა მის კარიერას.
სიტყვები მხოლოდ სიტყვებად არ დარჩა და სთოუნმა თანხმობა განაცხადა გულახდილ ფოტოსესიაზე. ინტიმური ფოტოები მოდელებისთვის იშვიათობა არ არის, მაგრამ ლორას ფოტოსესია ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე შესთავაზეს, რაზეც მოდელი მაშინვე დათანხმდა. სურათები ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა იურგენ ტელერმა გადაიღო.შედეგმა საზოგადოება გააოგნა: 30 წლის მოდელი, რომლის სხეულიც აბსოლუტურად იდეალურად ითვლებოდა, არ ცდილობს, მშობიარობის შემდეგ მალევე დაუბრუნდეს ე.წ. "სამოდელო სტანდარტებს". სურათებში კარგად ჩანს მშობიარობის ყველა კვალი, რომელიც ქალის სხეულზე რჩება.
ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ სთოუნს შესაძლოა, გაუუქმონ ხელშეკრულება, მაგრამ მოდელი დარწმუნებულია საკუთარ თავში და ქცევაში.