"ვინც ჯერ არ გამოსულხართ, დაუჩქარეთ, ავავსოთ ვარდების მოედანი!" - გივი თარგამაძე თანამებრძოლებს მიმართავს

"ვინც ჯერ არ გამოსულხართ, დაუჩქარეთ, ავავსოთ ვარდების მოედანი!" - გივი თარგამაძე თანამებრძოლებს მიმართავს

16:00-ზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქცია "არა ოკუპაციას" დაიწყება. "ნაციონალები" აქციაზე რეგიონებიდან ჩამოსულ მხარდამჭერებსაც ელიან. ცნობილია, რომ ზუგდიდან "ნაციონალური მოძრაობის" კოლონას როლანდ ახალაია მიუძღვის, ასევე თბილისში მოემართება მხარდამჭერთა 3 000 კაციანი შემადგენლობა იმერეთიდანაც.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე კი თბილისელ მხარდამჭერებს გივი თარგამაძე მიმართავს და მოუწოდებს, რომ ღირსეულად დახვდნენ რეგიონიდან ჩამოსულ აქტივისტებს.

"აბა, თბილისო, ერთსაათიანი მზადყოფნა გამოვაცხადოთ! რეგიონებიდან ჩვენი თანამებრძოლები სადაცაა ქალაქში შემოვლენ. ღირსეული დახვედრა მოვუწყოთ, ავავსოთ ვარდების მოედანი! ვინც ჯერ არ გამოსულხართ, დაუჩქარეთ! ერთ საათში ჩვენ ათეულობითათასიანი ერთობა უნდა დავაფიქსიროთ!", - წერს თარგამაძე.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის კონტრაქცია მიმდინარეობს.

იხილეთ| მსვლელობა რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა