როგორ მოვუაროთ სახის კანს კოსმეტოლოგის რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს კოსმეტოლოგის რჩევები

ნატა ტარიელაშვილი ექიმი-ლაბორანტია, 16 წელი აფხაზეთში ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. პარალელურ რეჟიმში ყოველთვის იყო გატაცებული კოსმეტოლოგიით, უყვარდა თავის მოვლა. სულ უნდოდა, აკადემიურ დონეზე ესწავლა ეს საქმე და კვალიფიციური ექიმი-კოსმეტოლოგი გამხდარიყო. იმის დრო არ ჰქონდა, რომ თვეობით საზღვარგარეთ წასულიყო, ამიტომ ერთ-ერთ სილამაზის აკადემიაში გაიარა კურსი და მოხვდა სპაცენტრში. დღევანდელი სამსახურიდან გამომდინარე, წელიწადში ორჯერ ტრენინგებზე უწევს სიარული და ძალიან კმაყოფილია იმ საქმით, რომელსაც ემსახურება.

- არსებობს მოსაზრება, რომ თუ კრემები, შრატები ძალიან ძვირად ღირებული ბრენდის არ იქნება, ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ასე არ არის. რასაკვირველია, კარგია, თუ მაღალი ხარისხის პროდუქციას გამოიყენებთ, ეს უფრო შედეგიანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალმა მოირგოს კრემი, თუნდაც იაფფასიანი. გამოიყენეთ იაფიანი ხაზი, მაგალითად, რუსული კოსმეტიკა სულაც არაა ცუდი. ჯობს, გამოიყენოთ ნამდვილი რუსული კოსმეტიკა, ვიდრე ფალსიფიცირებული, თურქეთში დამზადებული ''ლორეალი'' ან ''გარნიე''. მშრალი და ნორმალური კანი აუცილებლად უნდა იყოს დატენიანებული, ცხიმიანი კანის მქონეებს კი ასე რჩევას ვერ მივცემ, სპეციალური საშუალებებია საჭირო, რათა დაბალანსდეს ცხიმის გამოყოფა. თუ გამონაყარი და აკნეს პრობლემაა, ჯერ დერმატოლოგის კონსულტაცია უნდა მიიღონ და შემდეგ კოსმეტოლოგის, მადლობა ღმერთს, კოსმეტოლოგიაში არის ისეთი ხაზი, რომელიც წარმატებულად კურნავს აკნეს.

ძალიან გაახალგაზრდავდა კანის მოვლა, ახალგაზრდებს გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე 40 წლის ქალბატონებს, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი მოქმედებს კანზე. ახალგაზრდებს კი არასწორი ცხოვრების წესი აქვთ, დიეტა, უძილო ღამეები, თამბაქო, ყავა და უძილობა კანის გაფუჭების პირველი მიზეზია. ამასთან, მნიშვნელოვანია არასწორი მაკიაჟის თემაც. რატომღაც მოდური გახდა ტონალური კრემის ყოველდღიურად წასმა, რაც კანს ელასტიკურობას აკარგვინებს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

კანის მოვლა სახლის პირობებში

- ადრე სახლის პირობებში კანს ინტენსიურად უვლიდნენ, რისი მომხრეც ვიყავი, ახლა კი ეს გართულებულია, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოძიება უფრო ძნელია, ვიდრე ქარხნული წესით დამზადებული კრემის. თუმცა, თუ ქალბატონს ხელი მიუწვდება ბუნებრივ კომპონენტებზე, აქვს თავისი ბოსტანი, ან აგარაკზე ხილი, შეუძლია, ნიღბები ნებისმიერი პროდუქტისგან გაიკეთოს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს