კაცმა გახდომის შედეგად "ჩამოკიდებული" კანი მსოფლიოს უჩვენა

კაცმა გახდომის შედეგად "ჩამოკიდებული" კანი მსოფლიოს უჩვენა

წონის დაკლებაზე ყველა ჭარბწონიანი ოცნებობს. თუმცა ამ დროს ჩნდება პრობლემა, რომლის გათვალისწინებაც გახდომის მსურველებს ავიწყდებათ. ეს გახლავთ მოშვებული კანი, რომელიც გახდომით გამოწვეული სიხარულის დატკბობის საშუალებას არ მოგცემთ.

ჯონ დევიდ გლოდი ბავშვობიდანვე მსუქანი იყო. 20 წლის ასაკისთვის კი უკვე 160 კილოგრამს იწონიდა. ერთხელაც აისრულა ოცნება და შვიდი თვის განმავლობაში 70 კილოგრამის დაკლება შეძლო. სამწუხაროდ, მისი ბედნიერება სრულყოფილი არ არის, რადგან კანი საშინლად არაესტეტურად გამოიყურება.

"გახდომის შემდეგ მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს კომფორტულად, თუ ჩაცმული ვარ. გახდაზე საუბარიც ზედმეტია", - აცხადებს დევიდი და პირდაპირ კამერის წინ იხდის, რათა მაყურებელს "ჩამოკიდებული" კანი უჩვენოს.

ამით ის თავის პრობლემის დემონსტრირებას ცდილობს და ჭარბწონიანებს აფრთხილებს, გაითვალისწინონ მისი გამოცდილება.

"როცა ათეულობით კილოგრამის დაკლებაა საჭირო, ეს ნელ-ნელა უნდა მოხდეს და თან ზომებიც უნდა მიიღოთ", - აცხადებს დევიდი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს