ეს ფოტო, რომელიც გასული საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოებს შორის ყოველთვის მოიხსენიება, 1999 წელს გამოჩნდა. ქირურგმა ჯოზეფ ბრიუნერმა, ამერიკის ქალაქ ნეშვილის ვანდერბილტის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ცენტრის ექიმს, რთული ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა: ორსულობის 21-ე კვირაში ნაყოფს სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუსვეს – ეს თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, გასწორდეს და ნორმალურად გადაადგილდეს.
მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს: ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ექიმი დედას საკეისრო კვეთას უკეთებს, საშვილოსნოს კვეთს და მცირე ჭრილობიდან ჩვილს უკეთებს ოპერაციას. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ჯანმრთელი იბადება.
მომავალი დედა ჯულია არმასი თავად მუშაობდა ბებიაქალად და მისთვის ცნობილი იყო იმ რთული ოპერაციების შესახებ, რომლებსაც წარმატებით აკეთებდა ექიმი ბრიუნერი.
გაგრძელება