ბიჭი გოგოს მესიჯით დაშორდა, რაც მალე ინტერნეტ ჰიტად იქცა

ბიჭი გოგოს მესიჯით დაშორდა, რაც მალე ინტერნეტ ჰიტად იქცა

ორთვიანი ურთიერთობის შემდეგ ბიჭი თავის პარტნიორ გოგონას მესიჯით დაშორდა, რომელიც მალე იქცა ინტერნეტ ჰიტად. წარმოგიდგენთ ტექსტს, რომელშიც თავმოყრილია ის მიზეზები, რის გამოც ბიჭმა ურთიერთობა გაწყვიტა:

1. შენ არ დამთანხმდი "ფეისბუქზე" პირადი ურთიერთობის სტატუსი დაგეყენებინა, რომ ყველას ენახა ერთად ვიყავით.

2. შენი მეგობრის ქორწილში წინა კვირას არ დამპატიჟე, არადა სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი შენი თანმხლები პირი.

3. ჩემ კატას უხეშად ექცევი და ეს დისკომფორტს მიქმნის.

4. საკუთარ დროს სწორად არ ანაწილებ და მე მიწევს ბევრი რამის დათმობა.

5. ისე იგინები, როგორც ლედის არ შეჰფერის.

6. არ მიმხელ, რამდენი სექსუალური პარტნიორი გყავდა, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი სამზე მეტნი იყვნენ, სამზე მეტი კი ჩემთვის მიუღებელია.

აბა რას იტყვით, გაგიგიათ ურთიერთობის დამასრულებელი ამაზე ცუდი ტექსტი? მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს