ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი თემურ ქეცბაიაა. ამ თანამდებობაზე ქეცბაიასთან ერთად კვიპროსული "აპოელ"-ის მთავარი მწვრთნელი გიორგიოს დონისი, არაბთა გაერთიანებული საემიროების "ალ ნასრის" მთავარი მწვრთნელი ივან იოვანოვიჩი და ბერძნული "პაოკის" მთავარი მწვრთნელი ანხელოს ანასტასიადისი და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი განიხილებიან.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქეცბაიას გარდა, ყველა კანდიდატის დანიშვნა ძნელი სავარაუდოა, რადგან მათ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ.
ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის IV ტურის შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები უმწვრთნელოდ დარჩნენ: ქეცბაიამ ჯერ კიდევ პოლონეთთან თამაშამდე განაცხადა, რომ გუნდს ტოვებდა, ხოლო იტალიელი კლაუდიო რანიერი შინ ფარერის კუნძულებთან საბერძნეთის სამარცხვინო მარცხის შემდეგ მოხსნეს.