"როცა გადაცემაში აწყობ ცირკს, წამყვანმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ცირკებით კარგი საქმეც კი ფუჭდება" - გოგი გვახარია

"როცა გადაცემაში აწყობ ცირკს, წამყვანმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ცირკებით კარგი საქმეც კი ფუჭდება" - გოგი გვახარია

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის კვირის" ბოლო გამოშვება სხვა თემებთან ერთად ტრანსგენდერ ბექა ბერიანის (საბი) მკვლელობას მიეძღვნა. გადაცემაში მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი და გარდაცვლილის დაკრძალვის კადრები აჩვენეს. გადაცემის შთაბეჭდილებებს კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.

"არ მინდოდა ყურება ("იმედს" იშვიათად ვუყურებ ისედაც), მაგრამ სტუმრად ვიყავი და ჩართეს. შთაბეჭდილება:

1. ტრანსგენდერი გოგო იყო ყველაზე ლამაზი სტუდიაში.

2. ორ მამაკაცს (ერთის გვარია მგონი ხუჯაძე) არაერთხელ წამოცდა სიტყვა "მეჩალიჩებიან". გამოდის, რომ "ჩალიჩის" შიში ბადებს ქალზე ძალადობას და ჰომოფობიას?... ანუ იმის შიში, რომ "მამაკაცობას" დაკარგავენ? (ქალიშვილობის დაკარგვის ამბავში).

3. "ძალადობას ვგმობ, მაგრამ..." - ეს წინადადება ახალი ჰომოფობური დისკურსის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ხდება საქართველოში.

წამყვანებზე ცუდს ვერ ვიტყვი. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს პირადად შალვა რამიშვილის მიმართ, ნამდვილად ვიცი, რომ შალვა ჰომოფობი არაა (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ "კიდია") მაგრამ როცა გადაცემაში აწყობ ცირკს, წამყვანმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ცირკებით კარგი საქმეც კი ფუჭდება. ყოველ შემთხვევაში პრობლემა ვერ წყდება", - წერს გვახარია სოციალურ ქსელში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს