ქარელის საკრებულოს წევრი: "სტალინს სემინარია ჰქონდა დამთავრებული და ბუმბერაზი კაცი იყო"

ქარელის საკრებულოს წევრი: "სტალინს სემინარია ჰქონდა დამთავრებული და ბუმბერაზი კაცი იყო"

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დებულების მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნულ წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ მოეთხოვებათ. აღნიშნული ინიციატივა ლეიბორისტული პარტიის წევრმა ზურაბ ქველაძემ გააპროტესტა.

"თუკი გამგეობის და საკრებულოს აპარატში ჩვეულებრივ სპეციალისტს უმაღლესის დიპლომი მოეთხოვება, რატომ არ მოეთხოვებათ სოფლების წარმომადგენლებს, მაშინ როდესაც, მათ ჩვეულებრივ სპეცილისტზე მაღალი ხელფასი აქვთ?" - აცხადებს ზურაბ ქველიძე.

"სტალინს სემინარია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ბუმბერაზი კაცი იყო" - ამ რეპლიკით უპასუხა ქველიძეს საკრებულოს წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სპარტაკ ეკალაძემ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა