აშშ-ის სენატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის სენატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შესულია კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გულისხმობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი კონგრესმენმა "რესპუბლიკური პარტიიდან", მაიკლ ბერჯესმა წარადგინა. როგორც მან კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები, სირთულეების მიუხედავად შედგა და უკრაინელმა ხალხმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მათი მომავალი დასავლეთს უკავშირდება. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გაუწია ფინანსური დახმარება უკრაინას, თუმცა უკრაინას უფრო მეტი დახმარება სჭირდება, ვიდრე ფულია. "უკრაინას სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა, ჯავშანჟილეტები და კავშირგაბმულობის საშუალებები", - განაცხადა ბერჯესმა. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მხარდაჭერას მოიპოვებს, უკრაინა შეძლებს მიიღოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე საზენიტო დანადგარები, ტყვიამფრქვებები, ჯავშანჟილეტები და სხვა იარაღი.

მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა - "ბავშვს მაშინ ესროლეს, როცა მამისკენ გარბოდა"

ინდოეთში კორონავირუსის ორმაგად მუტაციური ვარიანტი გამოვლინდა - რას აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში

15 ადამიანი გამოქვაბულში 40 დღეს გაატარებს - უცნაური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ