თბილისელი ბაბუს გულახდილი ინტერვიუ: ''რძალი სახლიდან მაგდებს, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია''

თბილისელი ბაბუს გულახდილი ინტერვიუ: ''რძალი სახლიდან მაგდებს, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია''

ხშირად მამაკაცებს უჭირთ ემოციების გამოხატვა, ვინმესთან ''გახსნა'' და საკუთარი ოჯახის პრობლემების ''გამომზეურება'', თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გული ტკივილს ვეღარ იტევს. ბატონი თამაზი დიდი ხნის დარდზე ალაპარაკდა და როგორც აღნიშნა, ამ თემაზე საუბარი იმ გაუსაძლისმა პირობებმა გადააწყვეტინა, რაც მას რძალმა და სიძემ შეუქმნეს...

- ორი შვილის მამა ვარ. უფროსი ქალიშვილი მყავს და სამი წლით მასზე უმცროსი ვაჟი. მე და ჩემს მეუღლეს უბედნიერესი და ულამაზესი ოჯახი გვქონდა. ორივემ სამედიცინო განათლება მივიღეთ, ერთად ვმუშაობდით და ჩვენი ურთიერთობაც სწორედ სამსახურში დაიწყო. ნინიკო ძალიან ლამაზი და გულისხმიერი ქალი იყო. ყველა ავადმყოფს ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს. ჩემი ყურადღება თავიდანვე მიიქცია. როგორც კი ჩვენთან მუშაობა დაიწყო, მის მიმართ მაშინვე სიმპატიები გამიჩნდა. ერთ წელიწადში ვიქორწინეთ და 42 წელი ბედნიერად ვცხოვრობდით. მისი თავი იმ უკურნებელმა სენმა წამართვა, რომლითაც დღეს არაერთი ადამიანი იღუპება. ბოლო ერთი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ნინიკოს სიმსივნე ჰქონდა, ვერაფერი ვუშველეთ...

- მეუღლეს თქვენ უვლიდით?

- დიახ, მე და ჩემი ქალიშვილიც მეხმარებოდა, მაგრამ ამას ათაში ერთხელ თუ ახერხებდა. ძალიან ცუდი სიძე მყავს, პათოლოგია, ერთ ჭიქას რომ დალევს, რადიკალურად სხვა კაცი ხდება. ჩემი ქალიშვილი რომ ჩვენთან მოდიოდა, ეჭვიანობდა თუ რა ჭირდა არ ვიცი, მოგვივარდებოდა და საზარელ ამბავს ტეხდა, ერთხელ მეზობელმა პატრულსაც კი გამოუძახა. ასეთი შემთხვევები სულ უფრო ხშირად ხდებოდა. ერთხელაც, როცა ჩემი გალეშილი სიძე სახლში მოგვივარდა, ჩემი ბიჭი შინ იყო. როცა დაინახა, როგორ გაიწია სიძემ მისი დისკენ და ხელის გარტყმას აპირებდა, გიორგიმ თავი ვეღარ შეიკავა და ყბაში მუშტი ატაკა. ჩემი სიძე ყოფილი მოჭიდავეა. საკმაოდ ძლიერია, ერთი კი შეტოკდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა და ჩემს ბიჭს ''ხურდა დაუბრუნა''. იქ ამბავი მოხდა, ენით ვერ აგიწერთ. ისინი მე და ჩემმა ქალიშვილმა ძლივს გავაშველეთ.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს