"ჯობდა ცელქი, მოუსვენარი ყოფილიყო და სახლიც სულ აერ-დაერია, ოღონდ ჯანმრთელი მყოლოდა..."

"ჯობდა ცელქი, მოუსვენარი ყოფილიყო და სახლიც სულ აერ-დაერია, ოღონდ ჯანმრთელი მყოლოდა..."

არ მეგონა, როდისმე თუ მომიწევდა ამის დაწერა და ვინმესთვის გულის გადაშლა. ხშირად ვკითხულობ სხვების წერილებს და გამიჩნდა სურვილი, მეც დამეწერა, რომ ჩემი მაგალითი სხვებისთვის იყოს ჭკუის სასწავლებელი. ვიცი, რომ ჩემნაირად ბევრი დედა თუ ბებია იქცევა ყოველდღე, ისე, რომ ვერც აცნობიერებენ ამ ყველაფრის სერიოზულობას და ჩემ შემთხვევაში, ტრაგიკულობასაც.

მოკლედ მოგიყვებით. დედისერთა გოგო მყავს და 21 წლისა გათხოვდა. ერთ უსაქმურ ბიჭს გაჰყვა. რა გასაკვირია, არ მომწონებოდა სიძე? გამოვთქვამდი კიდეც უკმაყოფილებას.

ჩემმა შვილმა სულ ორი წელი იცხოვრა ქმრის სახლში – დედამთილიც დიდი უსაქმური და ჭორიკანა ქალი შეხვდა, ორივენი ნერვებს უშლიდნენ. ეს ჩემი საწყალი გოგო მთელი დღე მუშაობდა და დაღლილ-დაქანცული შინ რომ მივიდოდა, უკვე აღარ შეეძლო შენიშვნების, საყვედურების, ყვირილის და ათასგვარი მორალური დამცირების ატანა. თანაც, მალე შვილი გაუჩნდა და დედამთილმა გამოუცხადა, მე მაგის ნერვები არ მაქვს, სახლში ვერ დავჯდები, ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, ცოტაღა დამრჩა ცხოვრება და იმასაც ბავშვის მოვლას ვერ შევალევო. ერთი მხრივ რომ შეხედო, იქნებ, მართალიც არის, ადამიანებს ყველა ასაკში უნდა ჰქონდეთ პირადი ცხოვრება და იქნებ არც არის სწორი, ასე რომ გადავყვებით ხოლმე შვილებსა და შვილიშვილებს? მაგრამ სხვანაირადაც რომ არ შეგვიძლია? მე სხვაგვარად ვერ ვაზროვნებ, ასე ვარ გაზრდილი. ამიტომ, გავბრაზდი ნინის დედამთილზე და ვუთხარი, გადმოდი ჩემთან და მე დაგეხმარები ყველაფერში-მეთქი. ასე გადმოვიყვანე ჩემთან შვილი, შვილიშვილი და სიძე.

როგორც კი 2 წლის გახდა ჩემი შვილიშვილი, მაშინვე საოცრად გაცელქდა. ერთი წამით ვერ ჩერდებოდა ადგილზე. ჩვეულებრივი ახლანდელი, ჰიპერაქტიური ბავშვი გახლდათ. ან სულ თამაში და სეირნობა უნდოდა, ან სახლს თავდაყირა აყენებდა. მამამისი მთელი დღე უსაქმურად დაეხეტებოდა წინ და უკან, დედამისი – სამსახურში, ჰოდა, ვიყავით ჩვენ ორნი. ახლა რომ ვფიქრობ, იმდენს შეიძლება არ აშავებდა, მაგრამ მეც, როგორც დღეს ბევრს ჩემნაირს, ნერვები მქონდა გაფუჭებული, ძალა და ენერგია აღარ მქონდა ბავშვის სამყოფი, ჩემი შვილის ცუდ ბედზე გამუდმებით ვფიქრობდი, და რომ ვერ ვუძლებდი ამას, მთელ სიბრაზეს თუ გაღიზიანებას მასზე ვანთხევდი. დღის პირველ ნახევარში ასე თუ ისე კარგად ვხერხებდით დროის გაყვანას, ვერთობოდით, გარეთ ვასეირნებდი, ცოტას ვეთამაშებოდი კიდეც, მაგრამ დღის მეორე ნახევარში უკვე ვეღარ ვუძლებდი – თითქოს ვითიშებოდი, ის კი პირიქით – თითქოს დაქოქესო, დასაბმელი ხდებოდა. ჩვენს პატარა სახლში ვეღარ პოულობდა გასართობს და ხან სათამაშოს ამტვრევდა, ხან შპალიერს ახევდა, ხან სკამს ახოხებდა ძირს და იატაკს კაწრავდა. მეც გულზე ვსკდებოდი, ვნერვიულობდი, სულ გაჩერებას ვთხოვდი, დაწყნარებას, ვეჩხუბებოდი, ვუკივოდი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს